ახალი ამბები

19 დეკემბერს ლარი აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა

19 დეკემბერი, 2016 • 4558
19 დეკემბერს ლარი აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ 20 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.7412 ლარი ღირს, რაც გასული პარასკევისთვის დადგენილ გაცვლით კურსს 0.0575 ერთეულით აღემატება.

დაახლოებით 6 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებითაც. 20 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით. 1 ევრო 2.8615 ლარი ღირს, რაც 20 დეკემბრისთვის დადგენილ კურსს 0.0565 ერთეულით აღემატება.

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარს ფასი უკვე 2.82 ლარს აღწევს. ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 2.77 ლარად იყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი