ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

“შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ” – თბილისში აქცია გაიმართა

17 დეკემბერი, 2016 • 16990
“შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ” – თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სამთავრობო ხარჯების მკვეთრად შეკვეცა და გადასახადების შემცირება მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არც ერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მთავრობას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და “უშველოს ლარს”.

აქციის მონაწილეები ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან მოითხოვენ, მათი აზრით, “ერთადერთ გონივრულ მოქმედებას” – ხარჯების მკვეთრ შეკვეცას და გადასახადების შემცირებას. “ამ გონივრული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, მთავრობა ზრდის აქციზის გადასახადებს, მათ შორის ბენზინსა და ავტომანქანებზე, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია გაიმართა კამპანიის, “დაეხმარე საქართველოს, დაიცავი თავისუფლება“, ინიციატივით, რომელიც 2015 წელს დაიწყო. მისი პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS), “ტაბულა” და მრავალი სხვა.

"შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ" - აქცია კანცელარიასთან 17.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ” – აქცია კანცელარიასთან 17.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი