ახალი ამბებიხელოვნება

მიშა გოგრიჭიანის “მხატვრის სახლები” გალა გალერეაში

17 დეკემბერი, 2016 • 6530
მიშა გოგრიჭიანის “მხატვრის სახლები” გალა გალერეაში

“ის არ არის მხატვარი, რომელიც პირდაპირ პროტესტის ენით გელაპარაკება. ირონია მისი არასოდეს გადადის სარკაზმში – ეს არის იუმორი და ნაღველი, რომელიც მის მხატვრობას თან დაჰყვება,” – ასე აფასებს სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი, მხატვარი გია ბუღაძე მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრებს, რომლებიც “გალა გალერეას” სივრცეში 16 დეკემბერს გამოიფინა. გამოფენა სახელწოდებით “მხატვრის სახლი” მხატვრის მიერ ამერიკასა და საქართველოში შექმნილ ნახატების სერიას აერთიანებს.

როგორც თავად ამბობს, მის პატარა მყურდო სახლებში ხელოვანი ადამიანები ცხოვრობენ და მათი ცოტა შურს კიდეც:

“5 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანასა და სამხრეთ კაროლინაში. როდესაც ბავშვებს ველოდებოდი, სანამ სკოლის ავტობუსი ჩამოივლიდა, ვიჯექი და გარშემო სახლების ჩანახატებს ვაკეთებდი. ეს პატარა, მყუდრო სახლები არიან სწორედ ისეთი სახლები, რომლებშიც მე ვიცხოვრებდი. დიდი სივრცეები, ზოგადად, არ მხიბლავს და მაღიზიანებს კიდეც. გარკვეულწილად სახლიდან განშორებაც შეიძლება გახდა ინსპირაციის წყარო, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე მემუშავა,” – ამბობს მხატვარი. სერიიდან კი განსაკუთრებით “ზაფხულის კინოთეატრი” უყვარს.

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა "მხატვრის სახლი" 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა “მხატვრის სახლი”. ტილო “ზაფხულის კინოთეატრი” 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

გია ბუღაძე დარწმუნებულია, რომ მიშა გოგრიჭიანი ახალი ქართველი თაობის ხელოვანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარია.

“ის ძალიან სხარტი, ირონიული, თავშეკავებული ხერხითა და სტილით, თითქოს გროტესკული აზროვნებით თავს გამახსოვრებს. ის არ არის მხატვარი, რომელიც პირდაპირ პროტესტის ენით გელაპარაკება. ირონია მისი არასოდეს გადადის სარკაზმში – ეს არის იუმორი და ნაღველი, რომელიც მის მხატვრობას თან დაჰყვება. რაც მთავარია, დაჰყვება ის უცნაური ნოსტალგიურობა, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც რაღაც ახსენდება. მისი ჩანახატები კი გახსენებს რაღაც ეპიზოდებს შენივე ცხოვრებიდან.” – ამბობს გია ბუღაძე.

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა "მხატვრის სახლი" 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა “მხატვრის სახლი” 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა "მხატვრის სახლი" 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა “მხატვრის სახლი” 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

გამოფენაზე ძირითად გამოტანილია სახლების ჩანახატები და მრავალფრაგმენტიანი კომპოზიციები, რომლებიც ერთი ნახატის ქვეშ რამდენიმე სხვადასხვა ეპიზოდს აერთიანებენ. ბუღაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ გოგრიჭიანს სინთზური ტიპის აზროვნება აქვს და ეს თავად გამჭრიახ გონებაზე მიუთითებს: “ის აზროვნებს თვალით,” – ამბობს მხატვარი.

მიშა გოგრიჭიანის ნახატების გამოფენა გალა გალერიში 26 დეკემბრამდე დარჩება.

მხატვარი მიშა გოგრიჭიანი. გამოფენა "მხატვრის სახლი" 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მხატვარი მიშა გოგრიჭიანი. გამოფენა “მხატვრის სახლი” 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა "მხატვრის სახლი" 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მიშა გოგრიჭიანის გამოფენა “მხატვრის სახლი” 16.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი