ახალი ამბები

2017 წელს პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

16 დეკემბერი, 2016 • 8716
2017 წელს პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

დღეს, 16 დეკემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წელს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ესტუმრება.

ადმინისტრაციის ცნობით, ამ საკითხზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს ესაუბრა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზდენტმა ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. პოლონელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ვიზიტისათვის მზადების საკითხსაც, რომელიც საქართველოს მომავალ წელს ეწვევა, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი