ახალი ამბები

რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურება ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ბრალია

16 დეკემბერი, 2016 • 8189
რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურება ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ბრალია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ბრალია. ამის შესახებ მან საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდაზე მსჯელობდნენ.

“პარლამენტის სხდომაზე ორი დამნაშავე ერთსაათიანი ინტერვალის ფარგლებში გამოხვედით. ერთი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ლარის გაუფასურებაშია დამნაშავე, და მეორე, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასევე დამნაშავეა ლარის გაუფასურებაში,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განცხადებით, სხელმწიფომ 100 მილიონი აშშ დოლარი კრედიტის სახით აიღო და სავალუტო კურსით იხეირა:

” თქვენ ახლა ისევ მოიტყუეთ. მე  რამდენჯერ გითხარით, რომ მატყუარა ხართ. მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს. თქვენც ძალიან დაგიგრძელდებათ. მერე ვისწავლე ჭკუა და დაფიქსირდა. თქვენ თქვით, რომ ახლა მეტი ფული ამოიღეთ და სახაზინო ვალდებულებებით ფულის მასა არ გაზარდეთ. კი, დღეს მართლაც გადააჭარბა ძველ ნაშთებს ამჟამად  არსებულმა ნაშთებმა. როდის გადააჭარბა? გადააჭარბა სამი დღის წინ, როდესაც თქვენ აზიის განვითარების ბანკისგან 100-მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღეთ და  250 მილიონი ლარი ჩაგერიცხათ. მაგრამ სანამ ეს ჩაგერიცხებოდათ, 400 მილიონის გარღვევა გქონდათ ყოველთვის. 400 მილიონით მეტს იღებდით, 200 მილიონს იღებდით ნაშთებიდან, 180 მილიონი გადააჭარბეთ სახაზინო ვალდებულებებიდან. ისევ იტყუებით, აქ 100 მილიონით არის გადაჭარბებული, ამ 100 მილიონში 180 მილიონი ხომ ზედმეტად აღებული, უკანონოდ აღებული შიდა ვალია?  აქ, შემოსულობებში ხომ დევს შიდა ვალი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში მინუსში მაინც ხართ. ვინაიდან,  ახლა რომ არ დაგიკანონოთ თქვენ ეს 180 მილიონი, ამ წუთას თქვენ უკვე 80 მილიონით მეტი გაქვთ დახარჯული ნაშთებიდან, ვიდრე იყო ნაშთი საწყის მდგომარეობაში. თანაც ეს სამი დღის წინ მიიღეთ, მაგრამ  ამ ფულს სამი თვე ხარჯავდით, ეს ფული უკვე დახარჯეთ.  ეს ხომ ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხებია?! – ” აღნიშნა გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი