ახალი ამბები

კობა გვენეტაძე: დღეისათვის 3-4 %-იანი სესხების გაცემა შეუძლებელია

16 დეკემბერი, 2016 • 3111
კობა გვენეტაძე: დღეისათვის 3-4 %-იანი სესხების გაცემა შეუძლებელია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღეისათვის სესხების 3-4 პროცენტში გაცემა შეუძლებელია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავენ.

“იმისთვის, რომ  სესხი 3-4 პროცენტში იყოს გაცემული, მაშინ დეპოზიტებიც ასევე დაბალ დონეზე უნდა იყოს მოზიდული. ეს არის პროცესი და ალბათ დამერწმუნებით,  რომ დროთა განმავლობაში პროცენტების შემცირება ხდებოდა. დღვანდელ პირობებში ვფიქრობ, რომ 3-4%-იანი სესხების გაცემა შეუძლებელია,  თუ რაიმე ადმინისტრაციული მეთოდის გამოყენება არ მოხდება, მაგრამ დღესდღეობით ეს შეუძლებელია. მაგალითად, თუ დავაწესებთ რაიმე შეზღუდვებს პროცენტებზე, დიდი ალბათობით გაჩნდება დეფიციტი და ბანკები ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ასეთ პროცენტში სესხების გაცემას უბრალოდ არ  მოინდომებენ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამ განცხადებით კობა გვენეტაძემ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს უპასუხა.

“ჩვენ რეკომენდაციით მივმართეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს, შეიმუშავოს გეგმა, რათა კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხზე წლიური მომსახურების საფასური 3-4 პროცენტი იყოს. დღეს კაბალურად დიდი პროცენტია საქართველოში. ჩვენც ვმოგზაურობთ უცხოეთში და ასეთი მაღალი პროცენტი, 7-დან 36 პროცენტამდე, არსად არის. ფიქრობთ თუ არა ამაზე?”- მიმართა ინაშვილმა კობა გვენეტაძეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი