ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ყვარელში საბავშვო ბაღების გათბობისთვის საჭირო შეშის თანხები მიითვისეს

16 დეკემბერი, 2016 • 5482
საგამოძიებო სამსახური: ყვარელში საბავშვო ბაღების გათბობისთვის საჭირო შეშის თანხები მიითვისეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღების გათბობისთვის გამოყოფილი შეშის თანხების მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დანაშაული 2014 წელს მოხდა.

«2014 წლის პერიოდში ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბაშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება),  რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი