ახალი ამბები

ობამა პირობას დებს, რომ საკადრისი პასუხი გაეცემა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობას

16 დეკემბერი, 2016 • 4596
ობამა პირობას დებს, რომ საკადრისი პასუხი გაეცემა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობას

სადაზვერვო სამსახურების განცხადებების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ საკადრისი პასუხი გაეცემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან სავარაუდო ჩარევის მცდელობას.

“ჩემი აზრით, როდესაც ნებისმიერი უცხო ქვეყენა ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების სანდოობაზე, საჭიროა მოქმედება და ჩვენ ვიმოქმედებთ კიდეც,” – განაცხადა პრეზიდენტმა რადიო NPR-თან საუბარში.

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ უკვე პირადად გაუზიარა პუტინს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება.

რუსულ მხარეს ბრალად სდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატიულ პარტიაზე კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, რასაც კრემლი მკაცრად უარყოფს.

ასევე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს. სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები კი ირწმუნებიან, რომ ჰაკერულ თავდასხმებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი