ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ოპოზიციის აქცია იმართება [video]

15 დეკემბერი, 2016 • 2128
სოხუმში ოპოზიციის აქცია იმართება [video]

სოხუმის დრამის თეატრის წინ ოპოზიციური ძალებისა და მათ მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

აღნიშნულ მოთხოვნაზე რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ “ეს შეუძლებელია” და ოპოზიციასთან ყველა საკითხზე შეუძლია ისაუბროს, მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნის გარდა.

ოპოზიციის აქციის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

ოპოზიციამ მასშტაბური აქციის გამართვა სოხუმში დაახლოებით ორი კვირის წინ დააანონსა.

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საჭიროებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ხაჯიმბასან შეხვედრის დროს ისაუბრა. პუტინმა ხაჯიმბას ულტიმატუმიც წაუყენა – “თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან, შესაძლოა, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს”. პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზური ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერიც დააკავეს, თუმცა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ოპოზიციისა და დეპუტატების მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ გუშინ, 14 დეკემბერს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებაზე გასვლა შეძლეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს – ოპოზიცია დაგეგმილ მასშტაბურ აქციას მაინც გამართავს.

“აქციის თავიდან აცილება ვერ შევძელით. დაძაბულობის შემცირება ვერ მოვახერხეთ. ვარწმუნებდით ოპოზიციას, რომ პოლიტიკურ სცენაზე ფიგურების გადაადგილებით კრიზისი ვერ გადაიჭრება”, – განაცხადა სპიეკრმა ვალერი ბგანბამ.

ოპოზიციის აქცია სოხუმში; photo: sputnik

ოპოზიციის აქცია სოხუმში; photo: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი