პარლამენტმა ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვით, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე  ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა, პენსია და კომპენსაცია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.

გარდა ამისა, დაბრუნებას არ ექვემდებარება საარსებო შემწეობის დაკავებული თანხა, აგრეთვე საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, შეწყდება სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების საქმეებზე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით,    ზედმეტად   1 მილიონ 20 ათასი ლარის ოდენობის  სოციალური დახმარებაა გაცემული,  პენსია 550 000 ლარის ოდენობის, ხოლო  კომპენსაცია  – 116 000 ლარი ოდენობის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.