ახალი ამბებისაზოგადოება

ევროკავშირი საქართველოსთვის – რეფორმების ახალი ტალღა მართლმსაჯულების სისტემაში

15 დეკემბერი, 2016 • 4249
ევროკავშირი საქართველოსთვის – რეფორმების ახალი ტალღა მართლმსაჯულების სისტემაში

ევროკავშირი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება, რომელიც რამდენიმე უწყებაში განხორციელდება – სასამართლოში, შსს-შ0, პროკურატურაში და სასჯელაღსრულების სისტემაში. განსახორციელებელ რეფორმებზე დღეს, 15 დეკემბერს პრეზენტაციები წარადგინეს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, რომლის თქმითაც, საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების კუთხით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა მნშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ და იმ მიმართულებით ვფოკუსირდეთ, სადაც გამოწვევები არსებობს. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი ისაა, რომ ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა”,- განაცხადა ჰერმანმა.

პროექტების პრეზენტაციისას გაირკვა, რომ რეფორმის ფარგლებში ძირითადად სასამართლო, საგამოძიებო და პენიტენციარულ სისტემაში მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ტექნოლოგიური გაუმჯობესება იგეგმება. უფრო დეტალურად კი რეფორები მოიცავს:

[red_box]სამართლიანი სასამართლო ყველასთვის – სასამართლოს მხარდამჭერი პროექტი[/red_box]

“სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი” ევროკავშირის და საქართველოს “მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის” პროგრამის  ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია, რომლისთვისაც ევროკავშირმა 2015 წლიდან 50 მილიონი ევრო გამოყო.

პროექტის ხანგრძლივობა 32 თვეს მოიცავს და 2019 წლის ივნისში დასრულდება. მისი ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს სასამართლო სისტემის  დღის წესრიგში არსებულ ძირეულ საკითხებს, კერძოდ კი, სასამართლო ადმინისტრაციის სტრატეგიისა და დაგეგმარების გაერთიანებას, მოსამართლეების და სასამართლოს სხვა მოხელეების კომპეტენციის  გაძლიერებას, მოსამართლეების შერჩევისა და დაწინაურების პროცედურების რაციონალიზაციას, სასამართლოში საქმეების ნაკადის მართვის გაუმჯობესებას, მოსამართლეთა მიუკერძოებლობის და უფლებამოსილების გაძლიერებას, სასამართლოების კომუნიკაციების გაუმჯობესებას, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციისა და ეფექტურობის კონსოლიდაციას:

[checklist]

  • სასამართლო სისტემის გაუმჯობესებული სტატისტიკური, ანალიტიკური და საზედამხედველო მექანიზმების შემუშავება.
  • მოსამართლეებისთვის და სხვა მოხელეებისათვის საბაზისო და განგრძობადი იურიდიული განათლების მიღება და საგამოცდო მოდელების გაუმჯობესება
  • მოსამართლეთა შერჩევის, გამწესების და დაწინაურების პროცედურების გაუმჯობესება
  • ელექტრონული ინსტრუმენტების მომზადება საქმეთა გადანაწილების, წარმოების, სტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების ელექტრონული სისტემის დანერგვით, ადამიანური რესურსის მართვის გაუმჯობესება.
  • მოსამართლეთა ეთიკის ნორმების და დისციპლინური საქმიანობის განხორციელების გაუმჯობესება
  • კომუნიკაციის სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტების შემუშავება და განხორციელება, მეტი გამჭვირვალობისთვის და საზოგადოებრივი ნდობის მისაღწევად.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარება, ამ კუთხით კანონმდებლობის და კომუნიკაციის გაუმჯობესება.

[/checklist]

[blue_box]სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტი[/blue_box]

2013 წელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. სტრატეგიის თანახმად, უნდა გაუმჯობესდეს  პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. პოლიციასთან დაკავშირებით ფოკუსირება დანაშუალის პრევენციაზე ხდება, ასევე, გამოძიების გაუმჯობესებაზე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შესაბამისად. ევროკავშირი ასევე დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციასა და მონიტორინგის უზრუნველოფაში.

ამ რეფორმის ფარგლებში სამოქმედო გეგმა 6 კომპონენტად იყოფა:

[checklist]

  • სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკა, განვითარება კოორდინაცია  და მონიტორინგი – ეს კომპონენტი ეხება იუსტიციის სამინისტროს, რომლის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი გაძლიერდება, ასევე დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საზოგადოებრივი კამპანიის წარმოება და სისხლის სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება.
  • პროფესიული განვითარება- აქ პროექტი ხელს შეუწყობს პოლიციისა და პროკურატურის გამომძიებლებს პროფესიულ განვითარებაში, ეს მოხდება სპეციალური სასწავლო პროგრამების მეშვეობით და მართვის სისტემის დანერგვით.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა – დანაშაულის პრევენციის და აღკვეთის მიზნით პროკურატურის და პოლიიცის მიერ განხორციელებული ქმედებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
  • ადამიანების რესურსების განვითარება – იგეგმება პოლიციელებისა და პროკურორების  პროფესიული შეფასების პროცესის გაუმჯობესება, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პროცედურების გამოყენება სამინისტროს საქმიანობისას.
  • მენეჯმენტი – აღნიშნული კომპონენტი ეხება შსს და პროკურატურას, რათა ამ უწყებებმა უკეთესად შეძლონ დანაშაულის სტატისტიკის წარმოება, შეკრება, გაცვლა და ანალიზი თანმიმდევრული და სანდო მეთოდოლოგიით.
  • ადამიანის უფლებები –  საჩივრის შეტანის მექანიზმის გაუმჯობესება, რათა ეფექტურად დამუშავდეს და შემცირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძველზე წარდგენილი საჩივრების რაოდენობა. და პოლიციელების და პროკურორების ყოველდღიურ საქმიანობაში კიდევ უფრო განმტკიცდეს პატივისცემა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ.

[/checklist]

პენიტენციური და პრობაციის სისტემის ხელშეწყობის პროექტი

ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების პროექტის პრიორიტეტებს რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება, ციხის პირობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანდაცვის გაუმჯობესება და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პრობაციის სისტემის ფორმირება წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა გაფართოება, ალტერნატიული, არასაპატიმრო წინასასამართლო ზომებისა და სასჯელის აღსრულების პირობების გაუმჯობესება. ასევე, ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების სტანდარტთა განვითარება და მსჯავრდებულთა სათანადო კლასიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება.

პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროგრამა სამწლიანია და 2019 წლის მაისში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი