ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში საზღვაო ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულ ათ თანამშრომელს ეძებენ

15 დეკემბერი, 2016 • 1904
აზერბაიჯანში საზღვაო ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულ ათ თანამშრომელს ეძებენ

აზერბაიჯანში 150 მეტრი სიგრძის საზღვაო ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად ნავთობმომპოვებელი კომპანია “აზნეფტის”
ათ თანამშრომელს ეძებენ, მათ შორის არიან მექანიკოსები და ოპერატორები, რომლებიც ინციდენტის დროს სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ესტაკადის ჩამონგრევა ზღვაში ძლიერმა შტორმმა განაპირობა.

ამ დროისთვის, როგორც აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო სტეუქტურები აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები ვერტფრენებითა და კასპიის ზღვის საგანგებო სამსახურს გემებით მიმდინარეობს, თუმცა ძლიერი ქარი სამძებრო პროცესს აფერხებს.

საზღვაო ესტაკადა აზერბაიჯანში დღეს, 2016 წლის 15 დეკემბერს, 05:00 საათზე ჩამოინგრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი