ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ოპოზიცია დღეს, 15 დეკემბერს, მასშტაბურ აქციას გეგმავს

15 დეკემბერი, 2016 • 2006
აფხაზური ოპოზიცია დღეს, 15 დეკემბერს, მასშტაბურ აქციას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ოპოზიციისა და დეპუტატების მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებაზე გასვლა შეძლეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს – ოპოზიცია დაგეგმილ მასშტაბურ აქციას მაინც გამართავს.

“აქციის თავიდან აცილება ვერ შევძელით. დაძაბულობის შემცირება ვერ მოვახერხეთ. ვარწმუნებდით ოპოზიციას, რომ პოლიტიკურ სცენაზე ფიგურების გადაადგილებით კრიზისი ვერ გადაიჭრება. თავიანთ მოთხოვნებს ისინი შეკრების დროს წარმოადგენენ”, – განაცხადა სპიეკრმა ვალერი ბგანბამ.

ოპოზიციამ მასშტაბური აქციის გამართვა სოხუმში დაახლოებით ორი კვირის წინ დააანონსა. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საჭიროებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ხაჯიმბასან შეხვედრის დროს ისაუბრა. პუტინმა ხაჯიმბას ულტიმატუმიც წაუყენა – “თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან, შესაძლოა, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს”. პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზური ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერიც დააკავეს, თუმცა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

სოხუმი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი; ფოტო: apsnypress.info

სოხუმი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი; ფოტო: apsnypress.info

მასალების გადაბეჭდვის წესი