ახალი ამბები

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ხარჯების 10%-იან შემცირებას აპირებს

15 დეკემბერი, 2016 • 1267
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ხარჯების 10%-იან შემცირებას აპირებს

საქართველოს პრემიერმინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა 10%-იან ოპტიმიზაციას აკეთებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადბით, საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს,რომელიც არ იქნება მარტივი, მაგრამ ის ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნების რიგში.

“ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%–ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას. ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯნსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი