ახალი ამბები

საჯარო ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნეების წიგნების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2016 • 1867
საჯარო ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნეების წიგნების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნის ორი ისტორიული წიგნის მოპარვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თ. გ-მ თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა. პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი