ახალი ამბები

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

14 დეკემბერი, 2016 • 2140
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტმა განიხილა და   102 ხმით  10-ის წინააღმდეგ   2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარია. ხოლო  ბიუჯეტის ხარჯების ოდენობა  9 121.2 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარია, აქედან საბიუჯეტო სახსრები 10 338.3 მლნ ლარია, გრანტები – 154.5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტები – 922.7 მლნ ლარი.

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონი ლარია. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 %-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტის ყოველწლიურ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი