ახალი ამბებიხელოვნება

ლიტერატურული კონკურსის, “წეროს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14 დეკემბერი, 2016 • 4837
ლიტერატურული კონკურსის, “წეროს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის, ”წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. მკითხველთა შეფასებების მიხედვით, სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველი პრემია: მიშა ბახსოლიანი (პრიზი – ვერცხლის წერო და 4000 ლარი);

მიშა ბახსოლიანი წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მიშა ბახსოლიანი წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მეორე პრემია: თამთა მელაშვილი (პრიზი – 2000 ლარი);

თამთა მელაშვილი წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

თამთა მელაშვილი წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მესამე პრემია: თემურ ზოიძე (პრიზი – 1000 ლარი).

თემურ ზოიძე წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

თემურ ზოიძე წერო 2016-ის დაჯილდოებაზე . ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

საღამოზე ასევე დაჯილდოვდნენ ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების, ”ინტელექტი“ და “წიგნები ბათუმში” რჩეული ნაწარმოებები.

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

„წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 400-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური, ზვიად კვარაცხელია,) 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს შორის გამარჯვებულები კი მკითხველმა გამოავლინა.

ყველაზე აქტიური მკითხველებს სპეციალურ პრიზებს Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი