ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა, მის მიერ დაფუძნებულ პარტიას ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

14 დეკემბერი, 2016 • 7199
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა, მის მიერ დაფუძნებულ პარტიას ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძემ მის მიერ დაფუძნებული პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, პარტიის თავმჯდომარედ ისტორიკოსი ნიკა მაჭუტაძე აირჩიეს.

პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ დღესვე აირჩიეს პარტიის გამგეობის წევრები: ქეთი ნიჟარაძე, ნიკა ნაჭყებია, სალომე ნარიაშვილი და ნიკა მაჭუტაძე.

IPN-ის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე უცხოეთში გამგზავრებას და სცენაზე დაბრუნებას აპირებს.

ნიკა მაჭუტაძე

ნიკა მაჭუტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი