ახალი ამბები

ბათუმში ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა

24 სექტემბერი, 2012 • 1092
ბათუმში ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარაში მოქმედმა ჟურნალისტებმა ცესკოს შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს ეუთოს მისიის დამკვირვებლებს ბათუმში. მათ მისიის წარმომადგენლებს სთხოვეს, მისიამ გაუწიოს რეკომენდაცია ცესკოს, რომ არ შეზღუდოს ჟურნალისტების მუშაობა არჩევნების დღეს უბნებზე.

 

საპროტესტო აქცია ბათუმში ჟურნალისტების მონაწილეობით ერთ საათს გაგრძელდა. აქციაში არ მონაწილეობდნენ “რუსთავი 2”-ის, “იმედის” და “აჭარის ტვ”-ის ჟურნალისტები.

 

აქციის გასაშუქებლად იყო მისული “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბათუმის ბიუროს ჟურნალისტი. მერაბ წულუკიძემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს უშლის ჟურნალისტს საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი