ახალი ამბები

რას ჰყვებიან ბათუმის ციხის პატიმრები

24 სექტემბერი, 2012 • 1415
რას ჰყვებიან ბათუმის ციხის პატიმრები

„ამბობენ, რომ წამების კადრების ჩვენების შემდეგ ცემა, ფიზიკური ზეწოლის ფაქტები შეწყდა და ახლა ამოისუთქეს. ერთი საკანი ამ დღეებში სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა. რაც ხდებოდა სხვა ციხეებში, იგივე ხდებოდა აქაც – ცემა, აბუჩად აგდება, სხვადასხვა სახის ძალადობის უამრავი ფაქტია. ამბობენ, რომ თუ რეალური გამოძიება დაიწყო, ყველა მოძალადეს დაასახელებენ. განსაკუთრებული პრობლემა პატიმრებს აქვთ რეჟიმის მიმართ, თქვეს, რომ ძირითადად ისინი სცემდნენ“. 

 

პარმენ ჯალაღონიას თქმით, პატიმრები სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან ფიქრობენ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ვერაფერს შეცვლის, რადგან სისტემაში ძალიან ბევრი მოძალადე ისევ თანამდებობაზეა.
ბათუმის ციხეში პატიმრების წამების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პატიმარმა, თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი