ახალი ამბები

გივი თარგამაძე ავტომობილის აფეთქების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

14 დეკემბერი, 2016 • 2344
გივი თარგამაძე ავტომობილის აფეთქების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ცნობით, ყოფილი პარლამენტარი გივი თარგამაძე ქალაქ თბილისის პროკუარაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციოალური მოძრაობა ავრცელებს.  ნეტგაზეთმა მიმართა პროკურატურასაც, თუმცა მათ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

პარტიის პრესსსამსახურის ცნობითვე, პროკურატურაში დაბარება გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეს უკავშირდება.

ავტომობილი, რომელშიც პარლამენტის მაშინდელი დეპუტატი, გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, 4 ოქტომბერს ,საღამოს 9 საათზე, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ააფეთქეს.  აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

განახლება:   პროკურატურაში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძე საკუთარი ავტომობილის აფეთქების საქმის მასალების გასაცნობად არის დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი