ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ‘ქართულ ოცნებას’ გავრცელებულ ვიდეოებთან არანაირი კავშირი არ აქვს

24 სექტემბერი, 2012 • 839
ფანჯიკიძე: ‘ქართულ ოცნებას’ გავრცელებულ ვიდეოებთან არანაირი კავშირი არ აქვს

ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ყურადღება გაამახვილა კოალიციის წევრების დაკავების ფაქტებზე. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ თავდასხმის მონაწილეები არიან ზონდერები, რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს. 

 

“იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ მხარდამჭერებს ხელით შეეხნენ, შემოახიეს “ქართული ოცნების” მაისურები, ან გახადეს მაისურები და მოთხოვეს ფეხით შემდგარიყვნენ ზედ. ჩვენ მხარდამჭერს ზაქარია ვატიკაძეს თავს დაესხა 12 ზონდერი, ისინი იყვნენ 10 მანქანით, მათ შორის 3 მანქანიდან გადმოსული პირები შეიჭრნენ ვატიკაძის კუთვნილ მაღაზიაში, ყველაფერი დალეწეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამყიდველ გოგონას”.

 

ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ცნობილია ერთ-ერთი მანქანის მარკა და სერია-BMW სედანი, ლურჯი ფერის, სერიით OAE-009. 

 

ფანჯიკიძემ ყურადღება გაამახვილა გუშინ ლესელიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, როდესაც ‘ქართული ოცნების’ კრწანისის ახალგაზრდული ფრთის უფროსი ოთარ ბალანჩივაძე დააკავეს.  მისი თქმით, ბალანჩივაძე  იმ პოლიციელებმა  დააკავეს, რომლებიც  ხევდნენ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატებს. 

 

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ეკა ზღულაძე ასრულებს, მსგავსი ტიპის ოცამდე ფაქტი  დავიქსირდა.

 

“ყველა ეს ფაქტი  საარჩევნო პროცესიდან  “ქართული ოცნების”  რაც შეიძლება  მეტი  წარმომადგენლის ჩამოშორებას ემსახურება”- განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი