ახალი ამბები

14 დეკემბერს თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდა

14 დეკემბერი, 2016 • 7788
14 დეკემბერს თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის  მლეთა–გუდაურის (ფოსტას) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მათი ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგა და ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.

მლეთა-გუდაური. შეზღუდვები გზებზე, თოვა. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობისახალციხენინოწმინდის (სომხეთის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდასომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანაცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის ამ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე (სოფ. ალპანასთან) ინტენსიური ქვისცვენის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისიტყიბულიამბროლაურის საავტომობილო გზის  კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მათი ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმიახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ84-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Update:  საავტომობილო გზების დეპარტამენტის 11:46 საათის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მათი ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი