ახალი ამბები

თაბუაშვილი ლარის გაუფასურებაზე: არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება [ვიდეო]

13 დეკემბერი, 2016 • 2325
თაბუაშვილი ლარის გაუფასურებაზე: არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება [ვიდეო]

“არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება” – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 13 დეკემბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 2.6154 ლარი ღირს, ხოლო 1 ევროს ფასი 2.7713 ლარია.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, 13 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებაში 0.0267 პუნქტით, ხოლო ერთი ევროსთან მიმართებაში 0.0239 პუნქტით გაუფასურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი