ახალი ამბები

პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების გამო

11 დეკემბერი, 2016 • 1571
პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტამბოლში მომხდარი ორი აფეთქების გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. ამის შესახებ გიორგი მაღგველაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,”-აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

CNN-ის ცნობით, სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებას 38  ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 155 დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

10 დეკემბერს,  თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

მასალების გადაბეჭდვის წესი