ახალი ამბები

EMC: “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

11 დეკემბერი, 2016 • 2941
EMC: “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) ცნობით, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” 10 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი პოლიციამ გათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.

საპროტესტო აქციის დაწყებისას “თეთრი ხმაურის მოძროაბის” მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის გათავისუფლება მოსთხოვა და მათ ტროტუარისკენ უბიძგა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ სწორედ ამ დროს დააკავა ორი აქტივისტი, მათ შორის ერთ-ერთი — EMC-ის მკვლევარი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი შოთა ხინჩაც იყო.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი