ახალი ამბები

შსს: კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

10 დეკემბერი, 2016 • 1654
შსს: კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

კახეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული  ჭრილობით ქალი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ყოფილი ქმარია. როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევა გიშინ, 9 დეკემბერს მოხდა. ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს სახლში მიაკითხა და ურთიერთშელაპარაკების შემდეგ სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო 30 დღის განმავლობაში მიახლოება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. შემაკავებელი ორდენი სასამართლომ 2016 წლის 3 დეკემბერს დაამტკიცა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი