ახალი ამბები

თბილისის 100 -მდე ქუჩას ამაღამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

9 დეკემბერი, 2016 • 3426
თბილისის 100 -მდე ქუჩას ამაღამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

“თელასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 დეკემბერს, ღამით, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს 01:00-დან 07:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. ამის მიზეზად კომპანია ქვესადგურ “სოლოლაკის” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს. “თელასის პრესსამსახურის განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები გვიან  ღამით იმის გამო ტარდება, რომ მოსახლეობის უმეტესობას სძინავს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 10 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღურება დიდუბის რაიონის მოსახლეობასაც, კერძოდ, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, ღამით, რომლის გატარებაც თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გარეშე მოუწევს, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით “თელასის” განცხადებამ მთაწმინდისა და კრწანისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მათი უმეტესობა უკმაყოფილების მიზეზად სწორედ გათბობის გარეშე დარჩენას ასახელებს:

1:00-დან 07:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შემდეგი ქუჩების მოსახლეობას შეუწყდება:

[checklist]

  • რუსთაველის გამზირი (ნაწილობრივ) თავისუფლების მოედანი, პურის მოედანი, კომკავშირის ხეივანი, სოლოლაკის ხევი, ლეონიძის ქ., გუდიაშვილის ქ.
  • ამაღლების ქ., თაბუკაშვილის ქ., ბეთლემის ქ., საადის ქ. საიათნოვას ქ. შუშინის ქ., მირზაშაფის ქ., ბოტანიკის ქ., ახუნდოვის ქ.
  • აბანოს ქ., ირგვლივის ქ., სამღებროს ქ., ტყავის ქ., ოტე აფხაზის ქ, გომის ქ., ჯვარედინის ქ., ხანძთელის ქ., თუმანიანის ქ., თონეთის ქ., 
  • აბო თბილელის ქ., ერეკლე მეორის ქ., სიონის ქ., ასკანის ქ., იერუსალიმის ქ., ეფრემ მცირეს ქ., გრიშაშვილის ქ., შარდენის ქ.
  • ინგოროყვას ქ. სულხან-საბას ქ., 9 აპრილის ქ., წავკისის ქ., ავთანდილის ქ., ბოლო აღმართის ქ., დავითაშვილის ქ., ლერმონტოვის ქ, შინდისისქ.;
  • იაშვილის ქ. სავანელის ქ. მესხის ქ. ჭონქაძის ქ. გერგეთის ქ. ტაბიძის ქ. ჩიტაძის ქ. ჩაიკოვსკის ქ. ბერიძის ქ. შხეფის ქ.
  • ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის ქუჩებს;
  • ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის ქუჩებს
  • სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის,
  • არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძის და ახოსპირელის

[/checklist]

 


მოქალაქეების რეაქცია

მოქალაქეების ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება ელექტრონერგიის მთელი ღამით შეწყვეტის შესახებ და უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებზე გამოხატავენ.


ლამპა, დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ფოტო: ეროვნული მუზეუმი

ლამპა, დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ფოტო: ეროვნული მუზეუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი