ახალი ამბები

ვაკო ავალიანი: ახალაიას ფანებმა ალასანიას ბიძის სახლს ქვები დაუშინეს

21 სექტემბერი, 2012 • • 1414
ვაკო ავალიანი: ახალაიას ფანებმა ალასანიას ბიძის სახლს ქვები დაუშინეს

23:00 – ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის უფროსმა ვაკო ავალიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, როლანდ ახალაიას მხარდამჭერებმა ირაკლი ალასანიას ბიძაშვილის, ოთარ ახალაიას სახლს ცოტა ხნის წინ ქვები დაუშინეს. 

 

ვაკო ავალიანი აცხადებს, რომ ამ დროს სახლში იმყოფებოდა ოთარ ალასანია მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. 

 

როგორც ოთარ ალასანია ამბობს, “ახალაიას ფანები ბევრი მანქანით იყვნენ და ყვიროდნენ– “ახალაია გაიმარჯვებს!”  მათი ავტომობილთა ნომრები პოლიციას უკვე გადაეცა, საგამოძიებო მოქმედებებიც დაიწყო. ახლა გამოჩნდება, გაბედავს თუ არა ეკა ზღულაძე როლანდ ახალაიას აგრესიული ფანების დაკავებას”, – განაცხადა ვაკო ავალიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი