ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე ბათუმში მეუფე დიმიტრის შეხვდა

21 სექტემბერი, 2012 • 979
გიორგი ბარამიძე ბათუმში მეუფე დიმიტრის შეხვდა

გიორგი ბარამიძე: „აღმოჩნდა, რომ ვიღაცები დოკუმენტებს ფლობდნენ და საარჩევნოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ, უნდა შეიქმნას  საპარლამეტო საგამოძიებო კომისია და უნდა გამოვიძიოთ ეს ფაქტი, ჩაერთონ  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არა  ისე, როგორც სოციალურ ქსელებში ხდება ამის მოთხოვნა და თურმე ბაჩო ახალაია უნდა დავსაჯოთ ასე, რომ გავუკეთოთ  ცოცხი. ეს არის მეორე უკიდურესობა – ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ასეთ შეფასებებს აკეთებენ, ანუ ისინი მზად არიან, დაარღვიონ კანონი და როგორც ჩეკისტების ტროიკამ, ისე ჩასვან გამოძიების გარეშე ადამიანი ციხეში. 


„ბათუმელები“:  თქვენ დღეს რამდენჯერმე ახსენეთ რიგითი მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსები  ბაჩო ახალაისთან და ცოცხთან დაკავშირებით და ეს დაგმეთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ ქართველ დიპლომატზე, საქართველოს ელჩზე დიდ ბრიტანეთში, რომელმაც აქციის მონაწილეებს საელჩოსთან უთხრა იგივე ფრაზა: „ცოცხი გაიკეთეთ უკან”…

ყველას მიერ  ნათქვამი ასეთი ფრაზა მიუღებელია, მე არ მინახავს ელჩის ეს ვიდეო. 


„ბათუმელები“:  ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიას დაკვეთით ხდებოდა წამება და  იგი პატიმრების ცემაში თვითონაც მონაწილეობდა. აქედან გამომდინარე, რამდენად ლეგიმიტურია საზოგადოების მოთხოვნა ახალაის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით. თუნდაც იმიტომ, რომ ის არ დაემალოს გამოძიებას,  ან არ მოახდინოს რაიმე ტიპის ზეწოლა?

რა თქმა უნდა, ყველანაიარ  ემოციას და ფიქრს აქვს ადგილი, ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა შევძლოთ ამ ემოციის გაკონტროლება, პატრიარქმაც მოგვიწოდა სიმშვიდისაკენ და ჩვენ უნდა შევძლოთ გონებით ვიმოქმედოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დაისაჯონ ისინი, ვინც პირდაპირ ან  ირიბად არიან დაკავშირებული ამ საქმესთან და გავაკეთოთ ისე, რომ ამ სისტემაში ეს აღარ განმეორდეს.


„ბათუმელები“:  ბატონო გია,  რა სიგნალები მოდის ბაჩო ახალაისთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მის დაკავებას? 

პრეზიდენტის დავალებით ჩატარდება ძირეული ცვლილებები სისტემაში, დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ექნება სრული კარტბლანში  და პირი, რომელიც ყველაზე მეტად აკრიტიკებდა ამ სისტემას. ყველაფერი იქნება გამოძიებული.


„ბათუმელები“: თქვენ ახსენეთ, რომ მეუფე დიმიტრის შეხვდით და მან გითხრათ, რომ უცოდველი არავინ არის. რა კონტექსტში გითხრათ ეს და დეტალურად რა თემაზე ისაუბრეთ?

ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. 


„რუსთავი 2“, ემა გოგოხია: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თურმე თვეები ინახებოდა  ეს კასეტა რუსეთში,ინფორმაცია იყო, რომ გათვლილიყო მძიმე შედეგისთვის. გასაგებია, რომ სისაძაგლე  იყო, მაგრამ  თურმე  განკუთვნილი იყო  ქვეყნის არეულობისთვის, ციხეებში უნდა ამტყდარიყო  ბუნტი და ეს იყო სცენარი, რომელიც რუსეთში იგეგმებოდა და დროზე ადრე  გამომჟღავნდა. თუ გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია?

ამის შესახებ მე ინფორმაცია არ გამაჩნია, კონცეტრირებული ვარ ამ ფაქტზე, სისაძაგლეზე, სადიზმზე… სხვაზე ახლა საზოგადოება ვერ ფიქრობს, თუმცა მოვა ფაქტებზე დაფიქრების დროც. არის კითხვები: რატომ დაიცადეს აქამდე და არ გააცნეს საზოგადოებას ეს ფაქტები? ჯერ დამნაშაავეების დასჯას უნდა მივხედოთ, ჯერ ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ პატიმრები  ციხეში სასჯელს იხდიან და არა მათ აწამებენ, იმედია სხვა შეკითხვებსაც  გაეცემა პასუხი.


„ბათუმელები“: როცა საქართველოში ხდება ოპოზიციის გამოსვლები, ოფიციალური მოსკოვი ამას არ ტოვებს გამოხმაურების გარეშე. არც პატიმრების წამების ფაქტთან  განვითარებულ მოვლენებს  გამოხმაურებიან  და არც ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, როგორ გგონიათ, რატომ დუმს  მოსკოვი?

ოფიციალური  მოსკოვი  ყოველთვის  აკეთებდა იმას, რომ ქართული სახელმწიფო შეერყია. კრემლში ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ არ არინ იდიოტები. ძალიან ეფექტიანად იყენებს პროპაგანდის მანქანას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება ჩვენზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი