ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლება სპორტსმენებს დოპინგით ამარაგებდა — ახალი ანგარიში + დეტალები

9 დეკემბერი, 2016 • 2519
რუსეთის ხელისუფლება სპორტსმენებს დოპინგით ამარაგებდა — ახალი ანგარიში + დეტალები

ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2011 წლიდან დღემდე 1000-ზე მეტმა რუსმა ათლეტმა ისარგებლმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამით. ეს ფაქტი ანგარიშში შეფასებულია, როგორც “ინსტიტუციური შეთქმულება”, რომელშიც რუსეთის “ეფესბეც” მონაწილეობდა.

ანგარიშში მედლების მფლობელი ოთხი სპორტსმენია მოხსენიებული, ვინც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო კიდევ ხუთი – ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაში.

რუსეთის ხელისუფლება თავად რომ აფინანსებდა სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთის სახელით მოასპარეზე ასობით სპორტსმენს დოპინგის მოხმარებას, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 2016 წლის ზაფხულში აღმოაჩინა მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ. თუმცა მკვლევარმა, პროფესორმა რიჩარდ მაკლარენმა, რომელიც ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაიქირავა, 9 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოქვეყნა, სადაც დამატებით დეტალები აქვს აღნიშნული:

  • სოჭის თამაშებზე ორმა ჰოკეისტმა ქალმა მამაკაცის შარდის ნიმუში ჩააბარა;
  • ოთხი ოქროსმედალოსნის ნიმუშები გაყალბებული იყო;
  • აღმოაჩინეს იმეილები, სადაც რუსეთის სპორტის სამინისტროს ეკითხებოდნენ, რა ექნათ დოპინგზე დადებითი პასუხის მქონე ნიმუშებისათვის — შეენახათ, თუ კარანტინში გადაეტანათ;
  • აღმოაჩინეს ელექტროცხრილები, სადაც იმ ათლეტების სახელები წერია, ვისი ნიმუშებიც შეინახეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი