ახალი ამბები

სასამართლომ გამგეობას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და ზიანის ანაზღაურება დაავალა

9 დეკემბერი, 2016 • 4044
სასამართლომ გამგეობას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და ზიანის ანაზღაურება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონის გამგეობას დაევალა, სამსახურში აღადგინოს 2014 წელს უკანონოდ დათხოვნილი თეონა ჭალიძე, გადაუხადოს განაცდური თანხა 35 ათასი ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურების თანხა 500 ლარის ოდენობით.

ისნის რაიონის გამგეობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას გამგეობის აპარატის უფროსმა, ლევან ბაკურაძემ განაცხადა, რომ თეონა ჭალიძის სამსახურში აღდგენის დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია. ასევე, გემავენ, რომ გაასაჩივრონ განაცდურის ანაზღაურების ნაწილიც.

“გამგეობამ გამოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და უკვე შეიტანა კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში,”- განუცხადა ნეტგაზეთს ლევან ბაკურაძემ.

თეონა ჭალიძე, ისნის საარჩევნო ორლქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატია. იგი 8 ოქტომბრის არჩევნებში პარტია “ახალი საქართველოდან” (შემდგომში – პაატა ბურჭულაძის საარჩევნი ბლოკიდან” მონაწილეობდა.

ჭალიძემ ისნის რაიონის გამგეობაში ნავთლუხის უბნის სამსახურის უფროსად 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო მუშაობა. გამგეობიდან იგი 1 წლის შემდეგ, 2014 წლის 16 ოქტომბერს დაითხოვეს. ნეტგაზეთთან მან განაცხადა, რომ გამგეობის თანამშრომლები მის პოლიტიკურ შეხედულებებზე მიუთითებდნენ და იგი სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს:

იგი ამბობს, რომ 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გამგეობის თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ, რომ დაეწერათ განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ჭალიძის თქმით, მან განაცხადა, რომ მსგავს განცხადებას არ დაწერდა. ამის შემდეგ, ჭალიძე ამბობს, რომ გამგეობის თანამშრომლემა მისი შევიწროება დაიწყეს, რასაც, საბოლოოდ, მისი დათხოვნა მოჰყვა.

ჭალიძის თქმით, მის ნაცვლად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დანიშნეს.

“მიმითითებდნენ ჩემს აქტიურობაზე, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც საჯარო მოხელე, ჩემს უფლება-მოვალეობებს კეთისინდისიერად ვასრულებდი და პოლიტიკური ნიშნით გადწყვეტილება არასოდეს მიმიღია, ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსეობს,”- ამბობს თეონა ჭალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც თეონა ჭალიძემ გამოაქვეყნა

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც თეონა ჭალიძემ გამოაქვეყნა

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც თეონა ჭალიძემ გამოაქვეყნა

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც თეონა ჭალიძემ გამოაქვეყნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი