ახალი ამბები

გლდანის ციხიდან ჟურნალისტები გამოუშვეს

21 სექტემბერი, 2012 • 852
გლდანის ციხიდან ჟურნალისტები გამოუშვეს

ამ წუთებში საპყრობილედან გაათავისუფლეს მსჯავრდებული ნიკოლოზ პარკაული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას 11 წელი ჰქონდა მისჯილი და 8 წელი ჰქონდა დარჩენილი.

 

ამ დროისთვის ჟურნალისტები გლდანის ციხესთან, ციხის პერიმეტრს გარეთ არიან შეკრებილნი. ადგილზე რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.

 

ცოტა ხნის წინ საპყრობილედან გამოვიდა პატიმარ მალხაზ არქანიას და –  ნინო არქანია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა:

 

“ჩემი ძმა ადამიანს აღარ ჰგავს, წელიწადი და 8 თვე შუქი არ ჩამქრალა ჩვენს საკანში, ისე მეძინაო. ახლა სიტუაცია მთლიანად შეცვლილია და ძალიან იმედიანად ვართო. ხალხს მიმართა, არ მიგვატოვოთო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი