ახალი ამბები

პოლიცია ხელკეტებითაა მობილიზებული[ფოტო–ვიდეო]

21 სექტემბერი, 2012 • 4076
პოლიცია ხელკეტებითაა მობილიზებული[ფოტო–ვიდეო]

ადგილზე არის პოლიციის  ერთი პიკაპი, ასევე, შკოდას მარკის მანქანები. “ნეტგაზეთის” რეპორტიორის კითხვას – თუ რა მიზანი აქვს მათ იქ მობილიზებას, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ამის გასაგებად უნდა მივმართოთ შსს-ს პრესსამსახურს. ისინი სახეზე ხელებსა და ქუდებს იფარებენ, პასუხს არ სცემენ ჟურნალისტებს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს სალომე მახარაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ გაარკვევს სიტუაციას და ამის შემდეგ გვაცნობებს, თუ რა მიზანს ემსახურებს პოლიციის მობილიზება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებზე.

ამ წუთებში ფილარმონიასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს ძალადობის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ ათამდე ყვითელი ავტობუსით პოლიციელები მიიყვანეს ფილარმონიასთან, რომლებმაც გადაკეტილი მოძრაობა გახსნეს მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.

21:25 – შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებზე, სავარაუდოდ, პოლიციის იმ ეკიპაჟის ნაწილია განთავსებული, რომლებმაც ფილარმონიასთან საავტომობილო მოძრაობა გახსნეს. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციელები ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.

პოლიცია ქიაჩელის ქუჩაზე
პოლიცია ქიაჩელის ქუჩაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი