ახალი ამბები

ქუთაისში ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი იწვის [ვიდეო]

9 დეკემბერი, 2016 • 20962
ქუთაისში ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი იწვის [ვიდეო]

ქუთაისში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ის შენობა იწვის, სადაც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის, ასევე, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ოფისი და სხვადასხვა სახელოვნებო სტუდიაა განთავსებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამსახურის შვიდი ჯგუფი მუშაობს. მათივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის. ამ შენობის ირგვლივ საცხოვრებელი სახლებია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შესაძლოა ხანძარი მათაც გადაედოს.

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის და ჩოხოსანთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ამბობს, რომ ხანძარი მაღალმა ძაბვამ გამოიწვია:

“უცებ გაითიშა ყველაფერი, სანამ მეორე ოთახში გავედი, აალდა. წყლის მისხმა მინდოდა და ალი მომხვდა თავზე. სასწრაფო, პატრული და სახანძრო მალე მოვიდა. ხის ოთახებია და დაიწვა. ეს ჩოხოსნების თავშეყრის ადგილი იყო, იმერეთის თეატრალების. ჩემი ხელით ნაკეთები იყო. ”

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ფოტო: ონისე მელქაძე

ფოტო: ონისე მელქაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი