ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მთვარი წინააღმდეგობა დაძლეულია

8 დეკემბერი, 2016 • 2244
პრეზიდენტის განცხადებით, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მთვარი წინააღმდეგობა დაძლეულია

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმი უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო მთავარი წინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებას უშლიდა ხელს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს განცხადება პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.

“დღეს ეს წინაღობა გადალახულია, როგორც ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, ასევე, პარტნიორობისა და მეგობრობის აქტიური ჩართულობით. ამ წინაღობის გადალახვის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად არ იქნეს მიღწეული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში,”- განაცხადა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა.

7 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭისყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ  რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი