ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საფრანგეთის შს მინისტრს აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალეს

8 დეკემბერი, 2016 • 22473
საფრანგეთის შს მინისტრს აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ბრუნო ლე რუ [Bruno Le Roux] 2016 წლის 6 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლების არასასურველ პირთა ნუსხაში მოხვდა.

ბრუნო ლე რუ 2015 წლის სექტემბერში პარლამენტის წევრის სტატუსით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რაც აზერბაიჯანის კანონმდებლობით, კანონდარღვევაა.

აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს განცხადებით, “დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაარღვევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს არალეგალურად ესტუმრება, არასასურველ პირთა ნუსხაში მოხვდება. კანონის წინაშე ყველა თანაბარია”.

2016 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის აღნიშნულ სიაში 623 უცხო ქვეყნის მოქალაქე ირიცხება, მათ შორის, როგორც უწყებაში აცხადებენ, არიან რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, უკრაინის, ისრაელის, ბელგიის, ინდოეთის, შვეიცარიის, იტალიისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი