ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკმა სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო

8 დეკემბერი, 2016 • 1350
საქართველოს ბანკმა სამომხმარებლო სესხზე  წინასაახალწლო აქცია დაიწყო

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო. ყველა, ვინც ისარგებლებს, ან დაპორტირდება სამომხმარებლო სესხით საქართველოს ბანკში 6 იანვრის ჩათვლით, საჩუქრად მიიღებს სესხზე 1 თვის საპროცენტო შენატანს, შესაბამისად სესხის დაფარვას დაიწყებს 2 თვის შემდეგ. ამასთან, აქციით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება გამოთავისუფლებული თანხები, წინასაახალწლოდ სურვილისამებრ გამოიყენოს.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, თუ განათლების დაფინანასება უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში. სამომხმარებლო სესხის თანხა 400 ლარიდან იწყება, სესხის ვადა კი მაქსიმუმ 10 წელია.  

დამატებითი ინფორმაცია სამომხმარებლო სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:  www.sb.ge  

Samomxareblo_Sesxi_NL_700px

მასალების გადაბეჭდვის წესი