ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ და რატომ ხდება ჟურნალ “თაიმის” წლის ადამიანი

8 დეკემბერი, 2016 • 3532
ვინ და რატომ ხდება ჟურნალ “თაიმის” წლის ადამიანი

2016 წელს ჟურნალ “თაიმის” წლის ადამიანის ტიტული ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალ ტრამპს ხვდა წილად. “თავად დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლა თავის პენტჰაუზში, მიწიდან 600 ფუტის სიმაღლეზე იმყოფება, ამ ყველაფერზე ფიქრი ამხიარულებს,” – ასე იწყება ჟურნალში მომავალი პრეზიდენტის შესახებ დაწერილი სტატია.

ადამიანი, რომელმაც “საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ყველაზე დიდი გავლენა იქონია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე” – ეს არის ძირითადი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ამერიკული ჟურნალი ყოველი წლის ბოლოს ერთ ადამიანს გამოარჩევს. რჩეულის ფოტო ჟურნალის ყდაზე ხვდება და მთელი ნომერი მას ეთმობა. ტიტული ძირითადად პოლიტიკოსებს ენიჭებათ. დაახლოებით 90 წლის განმავლობაში “წლის ადამიანად” ქალი მხოლოდ 4-ჯერ დასახელდა.

“წლის ადამიანი” ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მას მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებში პოზიტიური როლის გამო გამოარჩევენ. მაგალითად, 1938 წელს “თაიმის” ყდაზე გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი მოხდვა. წლის მთავარი გმირის სტატუსით ჟურნალში ორჯერ გამოჩნდა იოსებ სტალინიც.

ჟურნალმა “წლის კაცის” გამოვლენა 1927 წლიდან დაიწყო. რედაქტორები მიხვდნენ, რომ წლის ბოლოს, როდესაც ახალი ამბების რუბრიკა თითქმის ცარიელდებოდა, მკითხველის ინტერესიც იკლებდა. ამიტომ გადაწყვიტეს, სპეციალური გამოცემა შეექმნათ წლის გავლენიან პიროვნებაზე. იმ წელს ასეთი კაცი ავიატორი ჩარლზ ლინდერბერგი აღმოჩნდა.

BeFunky Collage

2015 წელს წლის ადამიანი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახდა, ხოლო 2014 წელს სიმბოლურად ებოლას ვირუსთან მებრძოლი ადამიანი.

პირველად ქალი, ვალის სიმპსონი, წლის გმირად 1937 წელს დაასახელეს, თუმცა სპეციალური გამოცემის სათაური გენდერულად ნეიტრალური მხოლოდ 1999 წელს გახდა და “წლის ადამიანი” ეწოდა.

წლის ადამიანი ყოველთვის ადამიანი არ ხდება – ეს შეიძლება იყოს მოვლენა, იდეა, არქეტიპი ან ნივთი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონა. მაგალითად, 1982 წელს ჟურნალის ყდაზე პერსონალური კომპიუტერი გამოჩნდა. 2011 წელს კი ყდა პროტესტის მონაწილეებმა დაიკავეს.

Time_youcover01

2006 წელს ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა წარწერა “შენ” – გარეკანი მიეძღვნა ყველა ადამიანს, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტ სივრცესთან და ქმნის ე.წ. “ახალ სამყაროს”

წლის ადამიანები უმეტესად კაცები ხდებიან. გასული წლის რჩეული, ანგელა მერკელი მხოლოდ მეოთხე ქალია, რომელსაც ტიტული ერგო. მათ შორის, 1952 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე იყო. ამის განმარტება თავად ჟურნალის რედაქტორებსაც უჭირთ – უბრალოდ, ამბობენ, რომ ქალებისაგან განსხვავებით, ძალაუფლების მოპოვებას და მისი შენარჩუნებას წლების განმავლობაში კაცები ახერხებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქტორებმა უნდა მიიღონ, ისინი ინტერესდებიან მკითხველის მოსაზრებებითაც. ტარდება ინტერნეტგამოკითხვები და შესაძლოა რედაქციას საკუთარი მოსაზრება ელექტრონული ფოსტითაც მიაწოდონ.

საინტერესო ფაქტები:

[checklist]

  • აშშ-ის პრეზიდენტები- ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი, ასევე სსრკ-ის პირველი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი წლის ადამიანად 2-ჯერ დასახელდნენ
  • 2007 წელს ჟურნალმა წლის ადამიანად ვლადიმერ პუტინი შეარჩია.
  • 2005 წელს გარეკანზე სამი ადამიანი – ჯგუფ U2-ს სოლისტი ბონო, მელისა და ბილ გეითსები გამოჩნდნენ. მათ ჟურნალმა კეთილი სამარიტელები უწოდა, რაც მათ მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ქვემლოქმედებას გამოხატავდა.
  • 1988 წელს ჟურნალის მთავარი გმირი “გადაშენების პირას მყოფი დედამიწა” გახდა.
  • 1975 წელს “ამერიკელი ქალები” წლის მოქმედი გმირები გახდნენ.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი