ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ფულადი გზავნილების ოდენობაზე შეზღუდვა დაწესდა

7 დეკემბერი, 2016 • 31242
აზერბაიჯანში ფულადი გზავნილების ოდენობაზე შეზღუდვა დაწესდა

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა უცხო ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ოდენობაზე ლიმიტი დააწესა – ფიზიკური პირებისთვის დღეში 1000 და თვეში 10 000-ზე მეტი აშშ დოლარის მიღება შეიზღუდება.

ოფიციალური ცნობით, შეზღუდვა ძალაში 2016 წლის 8 დეკემბრიდან შევა.

ამჟამად ყოველთვიური ლიმიტი ფულად გზავნილებზე აზერბაიჯანში 30 ათასი დოლარია.

იურიდიული პირებისთვის კი საბანკო ანგარიშების გაუხსნელად ფულადი გზავნილების მიღება დაუშვებელია.

მსგავსი შეზღუდვა აზერბაიჯანში 2016 წლის აგვისტოში დაწესდა და სექტემბერში გაუქმდა. მაშინ დღიური ლიმიტი 100-დან 500 აშშ დოლარამდე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი