ახალი ამბები

ომბუდსმენი: „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს

7 დეკემბერი, 2016 • 3480
ომბუდსმენი: „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემის „კაცების დრო“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

“გადაცემის სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან როგორც მკერავები, ძველი დანადგარების გარემოცვაში (მკერავის პროფესია სტერეოტიპულად ქალებს უკავშირდება), რომლის გვერდითზედამხედველივითდგას ორი მამაკაცი. ქალები სარეკლამო რგოლის მანძილზე ჩუმად მუშაობენ, კაცების საუბრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქალები ჯერ კიდევ საკერავ მანქანას უსხედან, მამაკაცები ფიქრობენ კოსმოსის დაპყრობაზე, სადაც ქალებსაც წაიყვანენ, რათაარ მოიწყინონ,” – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელი გაცხადებულად ესწრაფვის დაიცვას საზოგადოებრივი ფასეულობებიპასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს. ამასთან, მაუწყებლის მიზანია დაიცვას მრავალფეროვნება და თანასწორობა, რაც მათ შორის გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობის.

“თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ დაუფიქრებლად ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. რაიმე წესის დადგენა, რომელი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი და რომელი არა, ძალზე ძნელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გამოთქმის ტონზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც სიტყვაა გამოყენებული. სრულიად უწყინარი სიტყვა შეიძლება ტონმა და კონტექსტმა უხეშად აქციოს. იმას, აღმოჩნდება თუ არა რაიმე სიტყვა კონკრეტული ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი, განაპირობებს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება, საქმიანობა, აღმსარებლობა, ეროვნება და ..  

განცხადების თანახმად, გავრცელებულ პრომო რგოლში, ქალებს მხოლოდ ფონის შექმნა ევალებათ, მაშინ, როდესაც ორი მამაკაცი ცენტრალურ ფიგურად გვევლინება:

“ქალების დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოჩენით ხდება საზოგადოებაში კაცის ცენტრალური როლის ხაზგასმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ.”

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გადაცემებისა და პრომო რგოლების დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ადამიანის პატივის, ღირსებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი