ggg

9 ვიდეორგოლი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

შობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ცნობილი კომპანიები ყოველწლიურად ახალ ვიდეორგოლებს სთავაზობენ მომხმარებელს. ნეტგაზეთი გთავაზობთ 2017 წლისათვის შემქნილ 9 ვიდეორგოლს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. ვიდეორგოლები ამ დროისათვის ინტერნეტსივრცეში ნახვების რაოდენობითაც ლიდერობენ.

  • Allegro – პოლონური კომპანია მოხუცზე გვიამბობს, რომელიც გულმოდგინედ სწავლობს ინგლისურს ერთი მნიშვნელოვანი მიზნით.

  • John Lewis – კომპანი წელს პატარა ბრიჯეტის ისტორიას გვთავაზობს, რომლის ძაღლსაც ძალიან მოსწონს ბატუტზე ხტუნვა.

  • Saintburry – კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი საშობაო სარეკლამო რგოლებით, წელს კიდევ ერთხელ ახსენებს მომხმარებელს, რომ საუკეთესო საჩუქარი ოჯახია.

  • #Zeitschenken EDEKA – ასევე მსგავსი შინაარსის რგოლს გვთავაზობს გერმანული კომპანიაც.

  • Coca-cola – ტრადიციულად კოკა-კოლას საშობაო რგოლები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • Apple – ტექნოლოგიური კომპანიის სარეკლამო რგოლში ამღერებულ ფრანკენშტეინს შეხვდებით.

  • H&M – წელს ტანსაცმლის კომპანიას განსაკუთრებული ვიდეორგოლი აქვს, რომლის ავტორიც ცნობილი რეჟისორი უეს ანდერსონია, ხოლო მთავარ პერსონაჟად ასევე ცნობილი მსახიობი ადამ ბროუდი გვევლინება

  • Heathrow Air – ავიაკომპანიის მიერ შექმნილმა დათუნიების ისტორიამ უკვე დაიპყრო ინტერნეტ მომხმარებლის გულები და მას მილიონობით ნახვა აქვს.

  • Burberry – ბრენდის წლევანდელ საშობაო სარეკლამო რგოლი რეჟისორმა ასიფ კაფადიამ გადაიღო და მასში ცნობილი მსახიობები, დომნალ გლისონი, სიენა მილერი და ლილი ჯეიმსი მონაწილეობენ.

ავტორი