ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ხელს ვერავინ შეგვიშლის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში

6 დეკემბერი, 2016 • 3977
კვირიკაშვილი: ხელს ვერავინ შეგვიშლის სასიცოცხლო  მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში

“მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში,” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ:

“ეს არის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. “

პრემიერ-მინისტის განცხადებით,  მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, “რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი