ახალი ამბები

6 დეკემბერს ლარი 1.5 თეთრით გაუფასურდა

6 დეკემბერი, 2016 • 3221
6 დეკემბერს ლარი 1.5 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5744 ლარი გახდება. ლარმა ისტორიულ მაქსიმუმს 25 ნოემბერს გადააჭარბა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფოციალური გაცვლითი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.5598 ლარი ღირს, თუმცა ხვალიდან კიდევ 0.0146 პუნქტით გაძვირდება.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი