ახალი ამბები

თბილისში 2017 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 487 833 ლარია გამოყოფილი

6 დეკემბერი, 2016 • 1634
თბილისში 2017 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 487 833 ლარია გამოყოფილი

თბილისის მერიის ცნობით, 2017 წლის აღსანიშნავად დედაქალაქში დაგეგმილი ღონისბებისთვის ბიუჯეტიდან 1 487 833 ლარია გამოყოფილი.

დღეს, 6 დეკემბერს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ წელს  საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუჩები არ გადაიკეტება.

მერის თქმით, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრი იქნება „დედაენის ბაღში“ და განახლებულ აღმაშენებელზე.

„დედაენის ბაღში“ 25 დეკემბრიდან იხსნება საახალწლო ქალაქი,  სადაც ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიება მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირიც. რაც შეეხება 31 დეკემბრის  გალა კონცერტს, ის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ახალ წელს პეკინის ქუჩა, აეროპორტის ტრასა და აღმაშენებლის გამზირი საახალწლოდ ახალი დიზაინით მოირთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი