ახალი ამბები

ჯო ბაიდენი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

6 დეკემბერი, 2016 • 1873
ჯო ბაიდენი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ 2020 წლისათვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულია.

Guardian-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა. მათივე ინფორმაციით, მართალია, ვიცეპრეზიდენტმა ამის შესახებ ღიმილით განაცხადა, თუმცა ამბობს, რომ არ ხუმრობს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. 2020 წელს ბაიდენი 78 წლის იქნება.

ჯო ბაიდენი აქამდე ორჯერ იღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში – 1988 და 2008 წლებში. ორივე შემთხვევაში არჩევნებს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი