ახალი ამბები

ანონსი: 6 დეკემბერი

5 დეკემბერი, 2016 • 2931
ანონსი: 6 დეკემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ სამშაბათს, 6 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 – თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ჟ. შარტავას ქ. #7


10:00 — “ქორთიარდ მერიოტში” ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS) პროგრამის ფარგლებში, გაიმართება სემინარი: „უსაფრთხოების ახალი რისკების მართვა ენერგეტიკული ნაკადებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საკონტაქტო ინფორმაცია – 598212225


11:00 – „პირველის“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური და საოკუპაციო პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22


 

11:00 – სასტუმრო ”ამბასადორში” (თბილისი, იოანე შავთელის #17) ქალთა  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიხსნება კონფერენცია “გენდერული მეინსრტიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში”. კონფერენციას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის რაიონულ გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ორგანიზებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.


11:00 — ”მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ”ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი; ზურაბ ჟვანიას საქმე; აუდიტის სამსახურის დასკვნა და ჯარიმები პარტიებს; ეკონომიკური პოლიტიკა; მის.: მაჩაბლის ქ. #7 საკონტაქტო ტელ: 599 261 414


11:30 — ”მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გოგლა ჟვანია პრესკონფერენციას გამართავს. მის.: მაჩაბლის ქ. #7 საკონტაქტო ტელ: 599 261 414


 

12:00 — “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ორგანიზაციის ოფისში საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის: აღმაშენებლის გამზ. #61


12:30 — უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის მიზნით გაიმართება კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით.


 

14:00 — სასტუმრო “რუმსში” ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პრეზენტაციას გამართავს. თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს  5,000 აშშ დოლარიდან 25,000 აშშ დოლარამდე. შეხვედრას გახსნიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნ, მაგდა  მაღრაძე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქ-ნ ქეთევან ნატრიაშვილი; ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ქ-ნ ჯენერ ედელმანი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ნომერზე: 577 51 63 63


 

15:00 — ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი: ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N 35


 

15:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, დაიწყებს სემინარების ციკლს: „ენა და ძალადობა“.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი