ახალი ამბები

ფოფხაძე: ეს კადრები ირმა ინაშვილს მერაბიშვილის დავალებით გადასცეს

19 სექტემბერი, 2012 • • 1845
ფოფხაძე: ეს კადრები ირმა ინაშვილს მერაბიშვილის დავალებით გადასცეს

გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, ის სამი თვის განმავლობაში ხვდებოდა ევროპარლამენტის დეპუტატებს:

 

„ეს ვიდეო იხილა ბევრმა დეპუტატმა, რეაქციები არის  შოკის მომგვრელი, წამების კომიტეტში, ევროსაბჭოს მუჯინექსის კაბინეტში ურუმოვამ ბოლომდე ვერ უყურა კადრებს. ის რვა წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის წამების ფაქტებზე და ამ კადრებს  ახალი „აბუ გრეები“ უწოდა.“

 

ფოფხაძის ინფორმაციით, „ევროპარლამენტში რეაქციები არის მწვავე. ბატონი დიმიტროვი ყოველთვის არის ცალსახა, მაგრამ მან დღეს  გააკეთა ადეკვატური განცხადბა.  ვიცი, რომ შტეფან ფულე არის ძალიან გამწარებული. ორშაბათს მაქვს შეხვედრა წამების კომიტეტში. მუჟინექსის კაბინეტში ეს შეხვედრები გაგრძელდება.“   

 

გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, ის პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოს  გამომზეურებას არ აპირებდა მანამდე, ვიდრე ბედუკაძის ოჯახი საქართველოს არ დატოვებდა:

 

„ამას საერთო არ აქვს არჩევნებთან. როცა ტელევიზიით გავრცელდა ის სისაძაგლე, რაც მთავრობამ გააკეთა, მე დავურეკე არხის დირექტორს და ვუთხარი, რომ მაქვს კადრები, თუ როგორ აწამებს ციხის უფროსობა პატიმრებს.“

 

ფოფხაძე ამბობს, რომ მასთან ბედუკაძე ერთმა მაღალჩინოსანმა დააკავშირა. 

 

„ბედუკაძე ამბობს, რომ მას ევალებოდა გადაღება. ყველა ეს ვიდეო მის მიერ გადაღებული მიდიოდა ბაჩო ახალაიასთან.  ციხის უფორსი აჩვენებდა, აი, ნახეთ როგორ კარგად ვმუშაობთო. ბედუკაძე პირდაპირ ხელს ადებს ახალაიას. ის და მისი კლანი 2005 წლიდან მართავს სიტუაციას.“

 

გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ ამ ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტიდან გავიდა:

 

„ერთ-ერთმა ევროდეპუტატმა დაიბარა საქართველოს ელჩი ევროსტრუქტურებში, მან აჩვენა ეს ვიდეო და უთხრა – რა ხდება საქართევლოს ციხეებში. ელჩი გამოვიდა, დარეკა მიშა სააკაშვილთან და შემდეგ გავიდა ის კადრები ტელევიზიებში.  მე გავხდი იძულებული, რომ ეს კონტრშეტევა გამეკეთებინა და მასალა გამომზეურებინა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი