ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურის და ალექსანდრე ჭიკაიძის ერთნაირი წერილები “დავიწყებულ შემოსავლებზე”

6 დეკემბერი, 2016 • 4828
ვახტანგ გომელაურის და ალექსანდრე ჭიკაიძის ერთნაირი წერილები “დავიწყებულ შემოსავლებზე”

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ “ ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2015 წელს ბიუროს იდენტური  წერილები გაუგზავნეს მათ მიერ დეკლარაციის შევსებისას დაშვებული შეცდომის შესახებ.

ორივე წერილის მიხედვით, გომელაურმა და ჭიკაიძემ სრულად არ ასახეს თავიანთი 2013 წლის შემოსავლები 2014 წელს შევსებულ დეკლარაციებში.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული წერილებით, ვახტანგ გომელაურის შემთხვევაში, “უზუსტობა ” 40 000 ლარს შეადგენს, ხოლო ალექსანდრე ჭიკაიძის შემთხვევაში – 47 249.36 ლარს.

წერილებზე სათანადო აღნიშვნის მიხედვით, ორივე თანამდებობის პირის წერილი საჯარო სამსახურის ბიურომ ერთ დღეს, ერთდროულად, 2015 წლის 8 იანვარს მიიღო. წერილის გაგზავნის დროს ვახტანგ გომელაური შს მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ალექსანდრე ჭიკაიძე – მინისტრი.

ორივე წერილი ერთმანეთს ჰგავს და  მხოლოდ “არაზუსტი” ციფრებია განსხვავება: “მოგვიანებით, დეკლარაციის დათვალიერებისას და გადამოწმებისას, ამოჩნდა, რომ ზემოთ მოცემული თანხის ნაცვლად უნდა მიმეთითებინა X ლარი”.

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

ნეტგაზეთმა საჯარო სამსახურის ბიუროს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ პრემიებსა და მათ საჯარო ქონებრივ დეკლარაციებს შორის შეუსაბამობები იყო.

კერძოდ, შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს, შს მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, ვახტანგ გომელაურზე გაცემული მხოლოდ პრემიისა და სახელფასო დანამატის ჯამი (თანამდებობრივი სარგოს გარდა, რაც თვეში 2700 ლარს შეადგენს) 98 124 ლარი იყო, დეკლარირებული კი – მხოლოდ 84 112.34 ლარი.

რაც შეეხება ალექსანდრე ჭიკაიძეს, მან მხოლოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთვარი სამმართველოს უფროსობის პერიოდში, 2013 წლის 8 თვეში მხოლოდ პრემიის სახით 66 250 ლარი მიიღო, თუმცა ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დეკლარირებული აქვს 45 862 ლარის ოდენობით შემოსავალი.

ნეტგაზეთმა საჯარო სამსახურის ბიუროდან, გომელაურისა და ჭიკაიძის გარდა,  შსს-ს სხვა ყოფილ მაღლჩინოსნებთან დაკავშირებითაც გამოითხოვა ინფორმაცია.  კერძოდ, ესენი იყვნენ ლევან იზორია, ზვიად ჯანყარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალექსი ბატიაშვილი. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს წერილით ირკვევა, ამ პირებს 2016 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით არ აქვთ მიმარული ბიუროში დეკლარაციის შევსებისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, თუმცა მათი ნაწილის შემოსავალი აღემატება დეკლარირებულ ციფრებს.

კერძოდ:

[checklist]

  • შს მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, 2013 წელს, ალექსანდრე ტაბატაძემ მარტო პრემიის სახით 128 933.40 ლარი მიიღო, დეკლარაციის შემოსავლის გრაფაში კი 89 828 ლარი მიუთითა.
  • შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა დირექტორმა, ზვიად ჯანყარაშვილმა 2013 წელს მხოლოდ პრემიის სახით 89 250 ლარი მიიღო, დეკლარირებული კი  78 103.00 ლარი ჰქონდა.

[/checklist]

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორმა მაღალი თანამდებობის პირმა საკუთარი შემოსავლები სრულად არ ასახა დეკლარაციაში – თუ ეს განზრახ გააკეთეს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა მათ ეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ, რადგანაც საქმის ხანდაზმულობის ვადა გასაულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინფორმაცია დროულად რომ გაეცა, 2014 წელსვე გახდებოდა ცნობილი ამ შეუსაბამობის შესახებ და გამოძიების დაწყების საფუძველი გახდებოდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ “გაზეთ ბათუმელების” მიერ  2013 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია შსს-ს თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიების შესახებ მხოლოდ 2016 წლის ნოემბრის ბოლოს გასცა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა დროულად, რომელიც ამ ინფორმაციის გაცემას ავალდებულებდა და მხოლოდ მაშინ მიაწოდა ინფორმაცია გაზეთ “ბათუმელებსა” და IDFI-ის, როცა ორივე ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი