ახალი ამბები

პროტესტის შედეგად ჩრდ. დაკოტაში ნავთობსადენს ტბის ფსკერზე აღარ გაიყვანენ

5 დეკემბერი, 2016 • 3024
პროტესტის შედეგად ჩრდ. დაკოტაში ნავთობსადენს ტბის ფსკერზე აღარ გაიყვანენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ დაკოტაში ნავთოსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულმა რადენიმეთვიანმა საპროტესტო გამოსვლებმა შედეგი გამოიღო. შეერთებული შტატების ინჟინერთა გაერთიანების ფედერალუმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ ისინი ნავთობსადენის მილების გასაყვანად ალტერნატიულ გზას მოძებნიან და სადენი მისურის მდინარის აუზის, ტბა იოას ქვეშ არ გაივლის.

ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თეთრი სახლის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. თუმცა ასევე BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პროექტის გაგრძელებას მხარს უჭერს.

ე.წ ბაკენის, ანუ ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობსადენის პროექტის თანახმად, 1 172 მილის (1825 კმ) სიგრძის, 30 დუიმის (76,2 სმ) დიამეტრის მიწისქვეშა ნავთობსადენის აშენების შემდეგ ის 4 შტატს გადაკვეთდა და ჩრდილოეთ დაკოტას ილინოისის შტატის სოფელ პატოკასთან დააკავშირებდა. ყოველდღიურად მილსადენით 470 000-დან 570 000-მდე ბარელის ოდენობის ნავთობის გადაზიდვა იგეგმებოდა.

გარემოს დამცველები აპროტესტებდნენ მილსადენის მშენებლობას. მათ სჯერათ, რომ ყოველდღიურად ამ მოცულობის ნავთობის გადაზიდვა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შიდა წყლებს დააბინძურებს და ისტორიულ გარემოს დააზიანებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ მილსადენის მშენებლობა ჩრდილოეთ დაკოტაში “წაბილწავს წმინდა მიწას”. მათ ადგილზე ბანაკი მოაწყვეს, სადაც აპრილიდან ცხოვრობდნენ. ბევრი იმასაც აცხადებდა, რომ ნებისმიერი სახის გაჟონვას მილსადენზე ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეეძლო.

"სთენდინგ როკის" საპროტესტო აქციის მხარდამჭერები ფოტო: EPA/PAUL BUCK

“სთენდინგ როკის” საპროტესტო აქციის მხარდამჭერები ფოტო: EPA/PAUL BUCK

მასალების გადაბეჭდვის წესი